Tuesday, August 14, 2012

გადაიღე რომ დასუფთავდეს!







გინდათ თქვენი ქალაქი, ქვეყანა  იყოს სუფთა და ლამაზი? მიიღეთ მონაწილეობა ფოტოკონკურსში – „დავასუფთავოთ საქართველო“ და შეიტანეთ წვლილი მის დასუფთავებაში.

უბრალოდ გადაუღეთ სურათი თქვენთვის ცნობილ ყველაზე დაბინძურებულ ადგილებს და გამოგვიგზავნეთ  მისამართებზე: khatunac@gmail.com, info@greens.ge. (ადგილმდებარეობის მითითება აუცილებელია).

თუ თქვენი ფოტოსურათი კარგად ასახავს დაბინძურებულ ადგილს  არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო”  და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა" იზრუნებს თქვენს  მიერ აღმოჩენილი ადგილის დასუფთავებაზე.

გამოავლინეთ  ქვეყნის ყველაზე დაბინძურებული ადგილები რათა იცხოვროთ სუფთა და უსაფრთხო გარემოში.

ველით თქვენს მხარდაჭერასა და აქტიურ მონაწილეობას.

No comments:

Post a Comment