იცით თუ არა რას ნიშნავს ნარჩენების მართვის
პირამიდა ?
ნარჩენების მართვის პირამიდა ეფუძნება “3R” (Reduce,
Reuse, Recycle)
ინიციატივას-”შეამცირე, ხელახლა გამოიყენე, გადაამუშავე”.
ჩვენ
შეგვიძლია ცოტაოდენი მონდომებით მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ.
როგორ?
- არ დაყაროთ არაფერი:ტროტუარებზე, პარკებში,
     ბაღებში,წყალთან ახლოს, გზასთან და საერთოდ სადაც
     არუნდა  იმყოფებოდეთ! მიუხედავად
     იმისა, არის თუ არა ნაგვის ურნა ახლომახლო 
     ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვიფიქროთ სად გადავყაროთ ნარჩენები;
 - არ დატოვოთ ნარჩენები ნაგვის ურნის გვერდზე,
     აუცილებლად ჩაყარეთ კონტეინერში;
 - საკვების ნარჩენები ჩაყარეთ ქაღალდის
     პაკეტებში და არა პოლიეთილენის პარკებში, ამით დააჩქარებთ ნარჩენების  ბიოლოგიურ დაშლას; 
 - შეძლებისდაგვარად ეცადეთ, არ იყიდოთ ერთჯერადი
     გამოყენების საგნები, განსაკუთრებით ჭურჭელი;
 - ეცადეთ სასმელები იყიდოთ მინის ბოთლებში და არა
     ალუმინის  ქილებში,რადგან ამ
     უკანასკნელის  დასამზადებლად იხარჯება
     დიდი რაოდენობის ელექტროენერგია;
 - ეცადეთ არ იყიდოთ  ცელოფან გადაკრული ხილი და ბოსტნეული;
 - შეძლებიდაგვარად ეცადეთ სასმელები  იყიდოთ მრავალჯერადად გამოსაყენებელ
     ჭურჭელში (პლასტმასის მაგივრად მინის). ამით 
     დაზოგავთ არამარტო თქვენს თანხებს, არამედ მინის წარმოებაზე დახარჯულ
     თანხებსაც;
 - ეცადეთ მაიონეზე იყიდოთ ქილებში და არა
     პლასტმასის კონტეინერებში;
 - არ გადაყაროთ ძველი სათამაშოები და
     ტანსაცმელი, გადაეცით მეორადი მოხმარებისათვის;
 - ხელმეორედ გამოიყენეთ პოლიეთილენის პაკეტები;
 - ფაქსი და პრინტერი დააყენეთ ორივე  მხარეს ბეჭდვის რეჟიმზე, ამით შეამცირებთ
     ბეჭდვაზე გამოყენებული ქაღალდის რაოდენობას;
 - ქაღალდი არ ჩაყაროთ ნაგავში, შეაგროვეთ ცალკე
     და გატანაზე დაუკავშირდით ქაღალდის გადამამუშავებელ  ფირმებს. 
 
ზოგი მათგანის (ქაღალდის გადამამუშავებელ  ფირმების) კოორდინატებია:
საფირმო სახელწოდება: შპს “LMS” - ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა
ხელმძღვანელი -ქალბატონი ლელა
ჩიტაძე 
ტელ: 2
 76 87 17
მისამართი - ორხევი, ახვლედიანის # 3
საფირმო სახელწოდება: შპს ”ჯორჯიან
ფეიფარ პროდაქშენი”- ქაღალდის გადამამუშავებელი 
ხელმძღვანელი -ბატონი გივი ახვლედიანი
ტელ:  2
407240
მისამართი - თბილისი, ლილო, იუმაშევის ქ.#17
საფირმო სახელწოდება: შპს ”თთს”-ქაღალდის გადამამუშავებელი 
ტელ: 265
88 05
მისამართი:  თბილისი, ოდესის ქ. #3 
No comments:
Post a Comment