Monday, September 17, 2012

,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ -Clean Up the World


ინფორმაცია

გაეროს მიერ ინიცირებულ მსოფლიო კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World)  ფარგლებში  ა/წ 14–15–16– სექტემბერს, საქართველოში ჩატარდა  ფართომასშტაბიანი აქცია ,,დავასუფთაოთ საქართველო“  დევიზით:

ჩვენი ქვეყანა...  ჩვენი პლანეტა...  ჩვენი პასუხისმგებლობაა...

თბილისში და ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციებში მონაწილეობა მიიღო უამრავმა ადამიანმა. ამ ღონისძიებების შემაჯამებელი აქცია ,,კედლის მოხატვა“ (კედელზე დაიტანება კამპანიის ლოგო – თან ახლავს) გაიმართება ა/წ 18 სექტემბერს დღის 11 30 საათზე, ჭავჭავაძისა და ვარაზისხევის გადაკვეთაზე (უნივერსიტეტის მოპირდაპირედ).

კედლის მოხატვაში მონაწილეობას მიიღებს შვედეთის ელჩი საქართველოში ქ–ნ დიანა იანსე და საელჩოს სხვა წარმომადგენლები. აქციაზე ასევე მოწვეულია ქ. თბილისის მერი ბატონი გიგი უგულავა.

პროექტ ,,დავასუფთაოთ საქართველო“–ს  ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა~, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.

No comments:

Post a Comment