Tuesday, October 23, 2012



31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღეა!
1996 წლის 31 ოქტომბერს (თურქეთი, ანკარა) შავი ზღვის ექვსივე ქვეყნის  (საქართველო, რუმინეთი, უკრაინ, ბულგარეთი, რუსეთის ფედერაცია და თურქეთი) გარემოს დაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის აღდგენისა და დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას. სამოქმედო გეგმის მეშვეობით დაისახა ის აუცილებელი ღონისძიებები, რომელთაც მნიშვნელოვნად უნდა შეეწყოთ ხელი შავი ზღვის დაბინძურების შემცირების, მონიტორინგის, ცოცხალი რესურსების მართვისა და მდგრადი განვითარებისათვის.

მოგვიანებით, ,,შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენვენციის“  მხარეთა შეხვედრაზე, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის  – საემის (,,საქართველოს ახალგაზრდული ეკოლოგიური მოძრაობა“) ინიციატივით და  შავი ზღვის გარემოსდაცვითი პროგრამის (BSEP) მხარდაჭერით, შავი ზღვის საერთაშორისო დღე დადგინდა 31 ოქტომბერი.

პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველო”–ს განმახორციელებელი ჯგუფი შავი ზღვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზნით, ქ. ბათუმში აწყობს ფართომასშტაბიან აქციებს ბათუმის 25 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწლეობით. მე–6 და მე–14 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაასუფთავებენ ბათუმის სანაპირო ზოლს, ხოლო დანარჩენი 23 სკოლა დასუფთავების აქციებს მოაწყობს სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე.

No comments:

Post a Comment