იცით თუ არა რას ნიშნავს ნარჩენების მართვის
პირამიდა ?
ნარჩენების მართვის პირამიდა ეფუძნება “3R” (Reduce,
Reuse, Recycle)
ინიციატივას-”შეამცირე, ხელახლა გამოიყენე, გადაამუშავე”.
ჩვენ
შეგვიძლია ცოტაოდენი მონდომებით მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ.
როგორ?
- არ დაყაროთ არაფერი:ტროტუარებზე, პარკებში,
ბაღებში,წყალთან ახლოს, გზასთან და საერთოდ სადაც
არუნდა იმყოფებოდეთ! მიუხედავად
იმისა, არის თუ არა ნაგვის ურნა ახლომახლო
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვიფიქროთ სად გადავყაროთ ნარჩენები;
- არ დატოვოთ ნარჩენები ნაგვის ურნის გვერდზე,
აუცილებლად ჩაყარეთ კონტეინერში;
- საკვების ნარჩენები ჩაყარეთ ქაღალდის
პაკეტებში და არა პოლიეთილენის პარკებში, ამით დააჩქარებთ ნარჩენების ბიოლოგიურ დაშლას;
- შეძლებისდაგვარად ეცადეთ, არ იყიდოთ ერთჯერადი
გამოყენების საგნები, განსაკუთრებით ჭურჭელი;
- ეცადეთ სასმელები იყიდოთ მინის ბოთლებში და არა
ალუმინის ქილებში,რადგან ამ
უკანასკნელის დასამზადებლად იხარჯება
დიდი რაოდენობის ელექტროენერგია;
- ეცადეთ არ იყიდოთ ცელოფან გადაკრული ხილი და ბოსტნეული;
- შეძლებიდაგვარად ეცადეთ სასმელები იყიდოთ მრავალჯერადად გამოსაყენებელ
ჭურჭელში (პლასტმასის მაგივრად მინის). ამით
დაზოგავთ არამარტო თქვენს თანხებს, არამედ მინის წარმოებაზე დახარჯულ
თანხებსაც;
- ეცადეთ მაიონეზე იყიდოთ ქილებში და არა
პლასტმასის კონტეინერებში;
- არ გადაყაროთ ძველი სათამაშოები და
ტანსაცმელი, გადაეცით მეორადი მოხმარებისათვის;
- ხელმეორედ გამოიყენეთ პოლიეთილენის პაკეტები;
- ფაქსი და პრინტერი დააყენეთ ორივე მხარეს ბეჭდვის რეჟიმზე, ამით შეამცირებთ
ბეჭდვაზე გამოყენებული ქაღალდის რაოდენობას;
- ქაღალდი არ ჩაყაროთ ნაგავში, შეაგროვეთ ცალკე
და გატანაზე დაუკავშირდით ქაღალდის გადამამუშავებელ ფირმებს.
ზოგი მათგანის (ქაღალდის გადამამუშავებელ ფირმების) კოორდინატებია:
საფირმო სახელწოდება: შპს “LMS” - ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა
ხელმძღვანელი -ქალბატონი ლელა
ჩიტაძე
ტელ: 2
76 87 17
მისამართი - ორხევი, ახვლედიანის # 3
საფირმო სახელწოდება: შპს ”ჯორჯიან
ფეიფარ პროდაქშენი”- ქაღალდის გადამამუშავებელი
ხელმძღვანელი -ბატონი გივი ახვლედიანი
ტელ: 2
407240
მისამართი - თბილისი, ლილო, იუმაშევის ქ.#17
საფირმო სახელწოდება: შპს ”თთს”-ქაღალდის გადამამუშავებელი
ტელ: 265
88 05
მისამართი: თბილისი, ოდესის ქ. #3
No comments:
Post a Comment