ევროკავშირში ნარჩენების მართვის
პრინციპები განმარტებულია EU ნარჩენების ჩარჩო დირექტივაში (2008/98/ EC) მოიცავს შემდეგ
პრინციპებს:
- ნარჩენების იერარქია
- “სრული ციკლის გათვალისწინებითი მიდგომა” (Life Cycle Thinking)
- დამაბინძურებელი იხდის პრინციპი (Polluter Pays Principal)
- სიახლოვის პრინციპი (Proximity Principal) -ნარჩენები უნდა
განთავსდეს რაც შეიძლება წყაროსთან ახლოს
- საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ნარჩენებზე პასუხისმგებლობის პრინციპი (Liability for After Care)
განვიხილო ზოგიერთი
პრინციპი:
ნარჩენების იერარქია
(ნარჩენების მართვის პირამიდა)
უპირატესობა
ენიჭება ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას (შემცირებას) და მხოლოდ ძალიან
ლიმიტირებული რაოდენობის ნარჩენების
განთავსებას ნაგავსაყრელზე.
პრინციპის- ” მიდგომა სრული
ციკლის გათვალისწინებით” - საფუძველზე ნარჩენების მართვა ერთის მხრივ ხელს უწყობს
· რესურსების
უკეთესად უტილიზირებას რაც ძალზედ
მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილია,
რომ ბუნებრივი რესურსები
თანდათანობით მცირდება
· და მეორეს მხრივ
განაპირობებს ნარჩენების რაოდენობის
შემცირებას რაც შესაბამისად ნიშნავს გარემოზე
და ჯანმრთელობაზე ნარჩენების უარყოფითი
ზეგავლენის შემცირებას.
No comments:
Post a Comment