კონფერენციაზე
განხილული იქნება და მოეწყობა დისკუსია შემდეგ საკითხებზე:
Ø
რეციკლირების სექტორის როლი მუნიციპალური ნარჩენების მართვასა და განსათავსებელი მუნიციპალური ნარჩენების მინიმიზაციაში. არსებული მდგომარეობა და მთავარი გამოწვევები;
Ø
საქართველოში მეორადი გადამუშავების საწარმოების მატერიალურ - ტექნიკური მდგომარეობა. ნარჩენების შეგროვება/სეპარაციის სისტემები და ტექნოლოგიები;
Ø
მეორადი გადამუშავების პროდუქტების ბაზრის შეფასება. ადგილობრივი და უცხო ქვეყნის ბაზრების ხელმისაწვდომობა;
Ø რეციკლირების
სექტორი სახელმწიფო პოლიტიკაში და დარგობრივ სტრატეგიებში;
Ø
მოსაზრებები და რეკომენდაციები ნარჩენების რეციკლირების
სექტორში დასაქმებული საწარმოების გაძლიერებისა და სახელმწიფო პროგრამებში ინტეგრირებისათვის.
2012 წლის 16
ნოემბერს დაგეგმილია პროექტის
”დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი
ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო
ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” ფარგლებში ეროვნული
შეხვედრის ჩატარება. შეხვედრაზე
Ø წარმოდგენილი იქნება პროექტის
ანგარიში;
Ø მოეწყობა პროექტის ფარგლებში შექმნილი
რუკების პრეზენტაცია;
Ø წარმოდგენილი იქნება პოპულარული
სახელმძღვანელო ”მყარი
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკა”;
Ø განხილული იქნება საქართველოში
ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკა და პოპულარული სახელმძღვანელო მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე;
Ø
წარმოდგენილი იქნება საქართველოში
მწვანე ეკონომიკის განვითარების სიტუაციური
ანალიზი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების
რეციკლირების მაგალითზე;
Ø გაიმართება ნარჩენების მართვის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების, საუკეთესო ტელე-რეპორტაჟისა და საუკეთესო სტატიის ავტორების, დაჯილდოება;
Ø გაიმართება ნარჩენების მართვის სფეროსთან
დაკავშირებული „შემწუხებლების“ (Watchdog) ორგანიზაციების წარმომადგენელი აქტიური ახალგაზრდების დაჯილდოება.
No comments:
Post a Comment