ევროკავშირში ნარჩენების მართვის
პრინციპები   განმარტებულია EU  ნარჩენების ჩარჩო  დირექტივაში (2008/98/ EC) მოიცავს შემდეგ
პრინციპებს:
- ნარჩენების იერარქია
 - “სრული ციკლის გათვალისწინებითი მიდგომა” (Life Cycle Thinking)
 - დამაბინძურებელი იხდის პრინციპი (Polluter Pays Principal)
 - სიახლოვის პრინციპი (Proximity Principal) -ნარჩენები უნდა
     განთავსდეს რაც შეიძლება წყაროსთან ახლოს
 - საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ნარჩენებზე  პასუხისმგებლობის პრინციპი  (Liability for After Care)
 
 განვიხილო ზოგიერთი
პრინციპი:
ნარჩენების იერარქია
(ნარჩენების მართვის პირამიდა)
უპირატესობა
ენიჭება ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას (შემცირებას) და მხოლოდ ძალიან
ლიმიტირებული  რაოდენობის ნარჩენების
განთავსებას ნაგავსაყრელზე.
პრინციპის- ” მიდგომა სრული
ციკლის გათვალისწინებით” - საფუძველზე ნარჩენების მართვა  ერთის მხრივ ხელს უწყობს
·  რესურსების
უკეთესად  უტილიზირებას რაც ძალზედ
მნიშვნელოვანია, რადგან  ცნობილია,
რომ  ბუნებრივი  რესურსები 
თანდათანობით მცირდება
·    და მეორეს მხრივ
განაპირობებს  ნარჩენების რაოდენობის
შემცირებას  რაც შესაბამისად ნიშნავს  გარემოზე 
და ჯანმრთელობაზე ნარჩენების უარყოფითი 
ზეგავლენის შემცირებას. 


No comments:
Post a Comment