Wednesday, October 17, 2012

რა იგულისხმება ნარჩენების მართვაში

ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ნარჩენების ფორმირებასთან, დამუშავებასთან, შეფუთვასთან, შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან, დაგროვებასთან, გადამუშავებასთან, უტილიზაციასთან, განთავსებასთან (ჩამარხვა) ან განადგურებასთან.

რას ნიშნავს ნარჩენების უტილიზაცია?

ნარჩენების უტილიზაცია ნიშნავს ნარჩენების გადარდაქმნას ფასეულ რესურსად, მათ დაბრუნებას საყოფაცხოვრებო მოხმარებაში. მაგალითად, ისეთი ნარჩენი როგორიცაა მინა, მეტალი, პლასტმასი, ქაღალდი გროვდება და უტილიზდება მოხმარებისათვის ვარგისიან ახალ ნივთებად.

როგორია უტილიზაციის შედეგები - რა სარგებელი მოაქვს ნარჩენების უტილიზაციას?

  • მცირდება ახალ ნივთების დამზადებისათვის საჭირო ნედლეულისა და ენერგიის რაოდენობა;
  • საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის ბრუნდება ნედლეულის მნიშვნელოვანი რაოდენობა;
  • მცირდება ნარჩენების რაოდენობა, რომლთა გატანა დაგეგმილია   ნაგავსაყრელებზე ან გათვალიწინებულია ინსინირატორებისათვის;
  • განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედებისა და გარემოს დაბინძურების რისკის შემცირებას;
  • განაპირობებს წყლისა და ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას.


განვიხილოთ უტილიზაციას დაქვემდებარებული ნარჩენები.

ქაღალდი

როგორი ქაღალდის უტილიზირება შეიძლება:

  • პერიოდიკა ან სარეკლამო გამოცემები (გაზეთები, ჟურნალები,ბროშურები, პროსპექტები და ა.შ)
  • გასახვევი ქაღალდი (ქარალდის პარკები, უტილიზირებული ქაღალდი ან ე.წ. ყვითელი ქარალდი, მუყაოს ყუთები, შესაფუთად გამოყენებული მუყაო)
  • ”თეთრი” ანუ საოფისე ქაღალდი  (ქაღალდი, რომელიც გამოიყენებული იქნა  საბეჭდ მოწყობილობაში, ფაქსში, კონვერტები,ბლოკნოტები და ა.შ)

უტილიზაციას არ ექვემდებარება
  • ქაღალდი, რომელიც შეხებაში იმყოფებოდა საკვებ პროდუქტთან (მუყაოს ყუთები, რომლებშიც იდო საკონდიტრო ან ნაწარმი ან ფუნთუშეული, ყუთები რომლებიც გამოყენებულია რძის პროდუქტებისათვის, წვენებისათვის და ა.შ  )
  • კოპირებისთვის განკუთვნილი  ქაღალდი;
  • გადასაყვანი სურათები, წებოვანი ბლოკნოტები და პოსტერები
  • ლამინირებული მუყაო

იცით თუ არა, რომ დღეს მსოფლიოში მოხმარებული ქაღალდის რესურსების საერთო რაოდენობის 50% უტილიზაციის შემთხვევაში შესალებელია გადარჩეს 4 მილიონი ჰექტარი ტყე.



No comments:

Post a Comment