კლიმატის ცვლილების
კვირეული საქართველოში
21 – 28 ოქტომბერი
პროექტი-"დავასუფთაოთ
საქართველო"- უერთდება საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს კლიმატის
ცვლილების კვირეულის ფარგლებში. კვირეულის
მიზანია საზოგადოების მობილიზება და მისი
აქტიური ჩართვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შერბილების პროცესებში. მთელი ქვეყნის
მასტაბით კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა
ღონისძიებებია დაგეგმილი. კლიმატის ცვლილების კვირეული დაიწყება 21 ოქტომბერს!
2012 წლის კლიმატის კვირეულის გამოწვევაა:
დავიწყოთ მცირედით - ერთად და ნელ-ნელა!
კლიმატის
ცვლილების კვირეული წელს ისევე,
როგორც წინა წლებში
ტარდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს ორგანიზებით, საქართველოში
ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.
შ ე მ ო გ ვ ი ე რ თ დ ი თ !!!
ერთად
ვიაქტიუროდ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების შესარბილებლად, გვახსოვდეს:
კლიმატის ცვლილება
... ეს არ არის მითი - ეს რეალობაა!
კონკრეტულ
სამოქმედო გეგმას კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით
მოგაწვდით დამატებით.
No comments:
Post a Comment