კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კვირეული
დავიწყოთ მცირედით - ერთად და ნელ-ნელა!
პროექტის
”დავასუფთაოთ საქართველო" - არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი ”საქართველოს
მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო” და მდგრადი განვითარების კავშირი
"ეკოხედვა" - მონაწილეობას იღებს 21 –
28 ოქტომბერის საქართველოში დაგეგმილ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კვირეულში.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
22 ოქტომბერი
ქ.
რუსთავი
1600–1800 დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში, ჩატარდება შეხვედრა კლიმატის ცვლილებითა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების
დაგროვებით გამოწვეული პრობლემების შესახებ;
აჭარა
1200 დასუფთავების
აქცია სოფ. ადლიის მიმდ. ტერიტორიზე აჭარის გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების
სამმართველოსა და ადლიის საჯარო სკოლის მონაწილეობით;
23 ოქტომბერი
ქ.
ქუთაისი
1200
დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში, ჩატარდება შეხვედრა კლიმატის ცვლილებითა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით
გამოწვეული პრობლემების შესახებ;
ქ. ფოთი
1100 დასუფთავების
აქცია (პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველოს რეგიონალური ოფისის ორგანიზებით);
24 ოქტომბერი
ქ. თერჯოლა
1100 დასუფთავების
აქცია (პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველოს” რეგიონალური ოფისის ორგანიზებით);
ქ. ზუგდიდი
1200 ზუგდიდის
№1 საჯარო სკოლაში ჩატარდება ღია გაკვეთილი კლიმატის ცვლილების შესახებ (ბ–ნ ვახტანგ
ბასილაია – ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ რეგიონალური კოორდინატორი)
ქ. ბოლნისი
1400 ღია
გაკვეთილები ბოლნისის №1 საჯარო სკოლის IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეთათვის (პროექტ ,, დავასუფთაოთ საქართველოს“ ექსპერტი ბ–ნ
მიხეილ კვარაცხელია);
25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
1000 პროექტი
,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში სემინარი
,,ნარჩენების მართვა საქართველოში“ ( სასტუმრო ,,რედისონი“);
ქ.
ზუგდიდი
1200 ზუგდიდი
ბოტანიკურ ბაღში გასვლითი თეატრალიზებული ღონისძიება (ორგანიზატორები: ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის
მეგობრები–საქართველო’’, პროექტი ,,დავასუფთაოთ
საქართველოს“ ადგილობრივი ოფისი და ზუგდიდის მე–2 საჯარო სკოლის მოსწავლეები);
26 ოქტომბერი
ქ. ლანჩხუთი
1100–1200 საჯარო სკოლების, ადგილობრივი მოსახლეობის,
გამგეობისა და საკრებულობის მონაწილეობით დასუფთავების აქციის ჩატარება (ლანჩხუთი,
ჟორდანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია);
ქ.
აბაშა
1100–1400 საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოს
ადგილობრივი ორგანიზაციის, პროექტ ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ადგილობრივი ოფისის და
მოსახლეობის მიერ ქ. აბაშის ცენტრალური ქუჩების, რკინიგზის სადგურის და სახანძროს მიმდებარე
ტერიტორიების დასუფთავება.
27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
1200–1400 შავი ზღვის სანაპირო ზოლში - ნარჩენების მართვის
პრობლემები და ამ პრობლემის გადაჭრის თანამედროვე მიდგომების განხილვა (ორგანიზატორები:
აფხაზეთის გარემოსდაცვის სამმართველო, ,,შავი ზღვის ეკოლოგთა კავშირი“, პროექტ ,,დავასუფთაოთ
საქართველოს“ განმახორციელებელი ჯგუფი) მისამართი:
ნუცუბიძეს 10ა მე–4 სართული
დედოფლისწყარო
1000–1600 არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოტურიზმის
განვითარება“–ს მიერ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არწივის ხეობიდან ხორნაბუჯის
ციხესიმაგრისკენ მიმავალი 5 კმ–იანი ბილიკის მონაკვეთის დასუფთავება;
შემოგვიერთდით !!!
No comments:
Post a Comment